ციფრული მარკეტინგის როლი სამშენებლო ბიზნესში

ციფრული მარკეტინგის როლი სამშენებლო ბიზნესში

ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა საქართველოს სამშენებლო ბიზნესში ძალზედ დიდია, განსაკუთრებით ბოლო დროის გათვალისწინებით, რადგან სულ უფრო იმატებს კონკურენცია და ფასები მცირდება, ამდენად მეტი ძალისხმევაა საჭირო კლიენტების მოსაზიდათ.

ციფრული მარკეტინგი საშუალებას იძლევა მოიზიდოთ პოტენციური მომხმარებლები, ნაკლები დანახარჯით. წარმოგიდგენთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა განახორციელოთ ამისათვის:

1.ეფექტური და ფუნქციური საიტი

მიმზიდველი ვებ საიტის შექმნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თქვენი სამშენებლო ბიზნესის, ინტერნეტში წარმოსაჩენად.

რა უნდა გაითვალისწინოთ სამშენებლო საიტის დამზადება / განვითარებისას ?

  • საიტის ვიზუალური მხარე, ვებ გვერდის დიზაინი უნდა იყოს მიმზიდველი და იგი უნდა ასოცირდებოდეს თქვენი კომპანიის ბრენდთან;
  • მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა მარტივად გაეცნოს უკვე შესრულებულ სამუშაოებსა და თქვენს შემოთავაზებებს;
  • კორპუსების მშენებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გააჩნდეს თითოეული კორპუსის გეგმარებისა და ბინის გაცნობის შესაძლებლობა.
  • საიტი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მობილურ ხელსაწყოებზე მორგებული.

2.ინტერნეტ რეკლამა და სოციალური მედია მარკეტინგი

ფეისბუქის მართვა  და რეკლამირება ძლიერი საშუალებაა მოიზიდოთ მომხმარებელი ნაკლები დანახარჯებით.

გამოყავით ყოველთვიური ბიუჯეტი ფეისბუქ მომსახურებებისთვის და შედეგიც აუცილებლად დადგება.

შედარებით მსხვილი სამშენებლო კომპანიები ათასობით ლარს ხარჯავენ ყოველთვიურად, სოციალურ მედიასა და ინტერნეტ რეკლამაში. როგორც უკვე აღინიშნა, განსაკუთრებით პოპულარულია ფეისბუქ გვერდის მართვა და რეკლამირება.

  1. მომხიბვლელი ფოტო – ვიდეო მასალა

ინტერნეტ სივრცეში, მომხმარებლეთა მოხიბვლის საუკეთესო საშუალებაა ეფექტური ფოტო – ვიდეო მასალის გამოყენება, რის შესაქმნელადაც დაგჭირდებათ ხარისხიანი ვიდეო და ფოტო გადაღება.

მნიშვნელოვანია გადაიღოთ თქვენი მუშაობის დაწყების, მიმდინარეობისა და უკვე დასრულებული სამშენებლო პროდუქტის შესახებ ფოტო-ვიდეო მასალა.

შემდგომ დაამუშავოთ აღნიშნული ფოტო ვიდეო მასალა და მომხმარებელს წარუდგინოთ სოციალური მედიისა და ვებ საიტის მეშვეობით.

რაც უფრო ეფექტურ ფოტო და ვიდეო მასალას წარუდგენთ მომხმარებელს, მით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება თქვენს მომსახურებაზე მათგან.