1.გააფართოეთ სივრცე სარკის დახმარებით
ოთახის კარადაზე სარკის დამატება დაგეხმარებატ ინტერიერის განახლებასა და პატარა სივრცის ვიზუალურად გაფართოებაში.
2. აქციეთ ჩვეულებრივი სარკე დეკორატიულ გაფორმებად
მხოლოდ თოკისა და წებოს დახმარებით , თქვენ სარკის ჩვეულებრივი პლასტმასის ჩარჩო შეგიძლიათ აქციოთ ორიგინალურ დეკორატიულ გაფორმებად.
3. გამოიყენეთ ფერადი პრინტი ფარდებზე გარემოს გამოსაცოცხლებლად.
გარემოს გამოსაცოცხლებლად შეგიძლიათ ერთფეროვან ფარდას დაამატოთ ფერადი, ორნამენტებიანი, სხვადასხვა ფიგურებიანი ნაჭერი და გახადოთ თქვენი ოთახი განსხვავებული.
4. აღარ გამოიყენოთ ჩვეულებრივი კარნიზები ფარდებისთვის
მიაქციეთ ყურადღება ინტერიერს და საკუთარი გემოვნებით შექმენით ორიგინალური კარნიზი ფარდებისთვის.
5. შეცვალეთ კარადების სახელურები და ამით განაახლეთ ოთახის ინტერიერი.
იმისთვის რომ ინტერიერი განაახლოთ, ავეჯის შეცვლა სულაც არ არის აუცილებელი ოთახში ატმოსფეროს შესაცვლელად ზოგჯერ უმნიშვნელო დეტალების შეცვლაც კი საკმარისია.
6. გააქრეთ არაესთეტიური კაბელები
ტელევიზორის გამაღიზიანებელი კაბელების დასამალად შეგიძლიათ გამოიყენოთ საშხაპე ფარდის კარნიზი.
7. ბალდახინის შესაქმნელად გამოიყენეთ ფარდის კარნიზები
კარნიზებისა და ფარდების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ კუსტარული საძინებელი და აიხდინოთ თქვენი ბავშვობის ოცნება.
8. ჩასვით სააბაზანოს სარკე ჩარჩოში, რადგან ჩარჩოში ჩასმული სარკე უფრო მდიდრულად გამოიყურება.
სარკის გალამაზება ჩარჩოთი თქვენს სააბაზანოს უფრო შევსებულსა და მომხიბვლელს გახდის.
9 . შექმენით მაღალჭერიანი ოთახის ილუზია
მაღალი ჭერის ილუზიის შექმნა შეგიძლიათ , თუ კედლებს ფერადი საღებავით ბოლომდე არ შეღებავთ და დატოვებთ თეთრ ადგილს, როგორც სურათზეა მოცემული.
10. გამოიყენეთ კაბელი, როგორც დეკორაციის ელემენტი
თუ გაღიზიანებთ მოწყობილობების შეუხედავი კაბელები, შეგიძლიათ კი არ დამალოთ, პირიქით, გამოიყენოთ ისინი დეკორაციისთვის.