ათი ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში
არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, როგორც საკუთარი სახლი. ამ კუთხით არც მდიდარი ადამიანები გამოირჩევიან, ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთი სახლების ფუფუნების კერად ქცევას.
არსებობს ძვირადღირებული სახლები და არსებობს ძალიან ძვირადღირებული სახლები, წარმოგიდგენთ სწორედ იმ კატეგორიის სახლების ათეულს, რომლებიც განსაკუთრებით ძვირი ღირს.
აღნიშნული სახლი ამერიკელი მილიარდელის – დონალდ ტრამპის საკუთრება იყო. იგი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ნივთია, რომელიც ოდესმე განქორწინებისას გაყოფილა. ელენა რიბოლოვლევამ სწორედ ეს სახლი მოითხოვა საკომპენსაციოდ, მეუღლის ღალატის გამო.
სახლი იკავებს ოკეანის სანაპიროზე 9900 კვადრატული მეტრის ფართობს. მასში განთავსებულია 18 საძინებელი და 22 აბაზანა.
აღნიშნულ ვილაში განთავსებულია 5 საძინებელი ოთახი და 9 აბაზანა ,აგრეთვე ღია და დახურული საცურაო აუზი. მთლიანობაში საუცხოოდ გამოიყურება დამეთანხმებით.
Fleur De Lys-ს ფართობი 12300 კვ.მ-ია. მასში 15 საძინებელი ოთახია განთავსებული, თუმცა არც ერთი აბაზანა, რაც ჩვენი აზრით არქიტექტორის დიდი შეცდომაა, ან იმ ადამიანის, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.
„wiki-freaky-pedia“-ს მიხედვით აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება – 150 მილიონი დოლარია.
16800 მ2 ფართობი, 123 ოთახი, ბოულინგი, საციგურაო მოედნი და დიდი გარდერობი ქალის ტანისამოსისთვის.
6. Pinnacle – $155 მლნ
სახლის მესაკუთრეა ტიმ ბლიქსეტი, უძრავი ქონება მდებარეობს შტატ მონტანაში. მის უნიკალურობას განაპირობებს კერძო საბაგირო გზა, რომელიც პირდაპირ გადაჭიმულია სახლის ეზოდან ერთ-ერთ კურორტამდე, რომლის მფლობელიც ასევე ტიმ ბლიქსეტია.
ამ ხუთ სართულიან და ათოთახიან ვილას ასევე აქვს მიწისქვეშა გადახურული აუზი. ერთადერთი სახლია, რომელსაც გააჩნია საკუთარი საშინელებათა ოთახი (!), ასევე მასში განლაგებულია კერძო კინოთეატრი.
ფანტასტიური ადგილია. ის მდებარეობს ლონდონში.
ორი ყველაზე საინტერესო ფაქტი ამ საოცარ ვილაზე: ის გამოიყენებოდა ცნობილი ფილმის – „ნათლია“-ს გადაღების დროს, აქ ჯონ კენედიმ გაატარა თაფლობის თვე.
ვილაში განთავსებულია 3 აუზი, 29 საძინებელი ოთახი, კინოთეატრი და სადისკოთეკო დარბაზი.
ამ სასახლის ფართობია 19800 მ2, მასში მდებარეობს საკალათბურთო მოედანი, ბოულინგი და ჰიდრო მასაჟის აბაზანა, ამ უკანასკნელის ღირებულება $150 ათასს შეადგენს.
ეს სასახლე აშენებულია ბელგიის მეფის ლეოპოლდ II მიერ 1902 წელს ფრანგულ რივიერაზე. ეს ვილა შეიძინა რუსმა მილიარდერმა პროხოროვმა,რომელიც ისე მდიდარია, რომ რამდენიმე მილიარდის დაკარგვის პირობებში, ბოლო ეკონომიკური კრიზისის დროს, არ შეუშლია მისთვის ხელი საზაფხულო რეზიდენცია 3/4 მილიარდ დოლარად ეყიდა, რომელსაც აქვს 7 სართული, 19 საძინებელი ოთახი და ჭორების დონეზე ცნობილია, რომ მასში მუდმივად დასაქმებულია 50 მებაღე.
აი ისიც, რასაც თქვენ ასე ძალიან ელოდებოდით. ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში – ანტილა.
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ყველაზე ძვირადღირებული სახლი მდებარეობს ქალაქ მუმბაიში (ინდოეთი)
27 სართულიან სახლს აქვს 6 სართულიანი პარკირება, ერთ მთლიან სართულს იკავებს ჯაკუზი, ცალკე გამოყოფილი „ყინულის ოთახი“,საცეკვავო დარბაზი,რამდენიმე სართული საძინებლებითა და აბაზანებით და 4 სართულიანი ბაღიც კი.
არქიტექტურული საფუძველი – ტრადიციული ინდური გეგმარების სისტემაა ვასტუ შასტრას დიზაინით, რომელიც როგორც ივარაუდება, დადებითი ენერგიის მიმოქცევას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, ყოველ სართულს გააჩნია არამარტო განსხვავებული დიზაინი, არამედ გამოყენებულია უნიკალური სამშენებლო მასალაც. ყოველი ოთახი თითქოს სხვა სახლიდანაა.
ამ სახლში არის ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი რაც თქვენ შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ და ისიც, რასაც ვერ წარმოიდგენთ. თქვენ თვალწინ ერთერთი ყველაზე გასაოცარი კონსტრუქციაა მსოფლიოში.